შენი ტუჩები,
თითქოს ურჩები,
კოცნით მორჩები,
გადაურჩები - ნუ მეურჩები !
ტუჩებზე ფერებით,
მოგეფერები,
ვნების ფერებით,
კოცნის ფერებით - მე გეფერები !
ლამაზ სხეულზე,
მართლაც გრძნეულზე,
კოცნის რვეულზე,
შენი ტუჩებით გადარეულზე !
ეს ვნებაა,
შენი ვნებაა,
გემოვნებაა,
სიამოვნებაა - ქმნილებაა !
დიდი შვებაა,
მიშვებაა,
ნებაა,
თავნებაა - თავის ნებაა !
შენი თქმაა,
შენით ქმნაა,
შენი ტუჩებით
სუნთქვაა - ამოსუნთქვაა !
ამ სუნთქვაში,
სუნთქვაში,
ერთი სუნთქვით
კოცნის ქმნაში - ამოსუნთქვაში !
უნდა მოასწრო,
გამოასწრო,
რომ მოასწრო
უნდა გამოასწორო - მოვასწრებთ !
უკვე გამოვცდით,
არ მოვცდით,
ლექსს და სიყვარულს,
გამოვცდით გამოცდით !
ქმნამაც თქვას,
ამდენ მოცდას,
მივიღებ შენგან.....
კოცნას - ვნებიან კოცნას !
ვნებიან ვნებას,
კოცნის ნებას,
ლამაზ ამბებს,
ვნებიან ალერსს - გჩუქნი ამ ლექსს !
ფიქრობ რომ
ეს ბევრია?
ეს ხომ შედევრია,
სწორედ რომ
სიყვარულის კოცნა შედევრია!
ძალა აღარ გაქვს,
შენს თავს არ ავნებ,
მე ვგრძნობ.....
შენ ხვდები......
შენს თავს არ ვნებდი,
მიდი დამნებდი ტუჩებში კოცნით ! |