ღმერთო მომიტევე ფეხი თუ დამიცდა... შენი გაზრდილი ვარ, თვითონ წამოვდგები, ოღონდ დამიტოვე ცხელი დედამიწა ცაში ასაფრენად ჯერ არ გამოვდგები...
ოღონდ ჩამიკარი გულში, ჩამეხუტე... მზად ვარ სიამაყე უკან დაგიბრუნო, ამდენ ბარიერით უკვე დავიხუთე, მინდა მოფერებამ თავი გამიბრუოს...
ნუღარ დამპირდები მუდმივ ჯოჯოხეთებს, განა რასაც ვხედავ მხოლოდ სამოთხეა?! სანთელს დაგინთებ და ციდან ჩამომხედე ზოგჯერ სანთელი ხომ თვითონ სიცოცხლეა |