,და მაინც ბოლომდე...
ორგული სიტყვები ორპირი ქარივით ძვლებამდე მატანენ და მერე მეწყება, ფილტვების არა და ამ სულის ანთება. ორმხრივი მდინარე თვალების სიღრმეში კვლავ შეშლას აკავებს- ვიღაცა მხრებს უკან დაფარულ სიმშვიდეს ნერვულად ირეკლავს.
დასერილ წლებიდან თითებში მეღვრება უფორმო სიცივე და ვცდილობ უმწეოდ ბზარები შევავსო გვიანი ლოცვებით... და მაინც ცბიერად, მოგონილ მხნეობით საფეთქლებს მიხსნიან, ჩაკეტილ სივრცეში ჩახუთულ სიტყვების ორპირი დოგმები...
სიყალბის განცდები, მინდა სუსხიანმა დღეებმა გათელონ. ცხოვრებამ არჩიოს ჩვეული სიდინჯით ცრუთაგან მართლები და მჯერა, არასდროს არ დავთვლი უკუღმა ამ ბედის ჯინაზე, ბოლომდე ერთგულად მოვიტან სიწმინდეს შენამდე თვალებით." |