ევდას არავის არ ვუზიარებ, ჩემია მხოლოდ სამყაროსავით არც მას ააქვს თავი და ბოლო... მე ისე მშვიდად,...ნუთუ ასე მშვიდი დავრჩები? გამოვწევ სკამს და ჩემს ბუხართან ახლოს დავჯდები. დეკემბრის ქარმა სულ აუშვა ხმელი აფრები, მინდა უბრალოდ, რომ მოგიყვე ჩემი ამბები...
ოთახი-თითქოს გამოცლილი, დაკეტილ კარით... ვარ ცარიელი,უემოციო და თითქმის მკვდარი! როგორც გითხარი: აბურძგნია დეკემბერს კანი, ქუჩებს წივილით ასუფთავებს კუთხეში ქარი. შენ რატომ გიწერ ამ ყველაფერს?-კარგად ვარ შენთან... კი, უფრო ბევრი ახლობელი მყავდა და გაქრა, დაისაკუთრე შენ ადგილი ყველასი ერთად, არც კი მყოლია, დამიტოვე ისეთი განცდა. |