siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 10:36 AM    
siyvaruli.in
დრო უშენობით მაშინებს,
მჯობნის,ბნელ ფიქრებს მისევს,
შენ თუ არ გადამარჩინე,
ვერ გადავრჩები ისე,
ვებრძვი უხათროს,ცინიკოსს
ერთი იმედით მხოლოდ,
თუნდ უარესი წინ იყოს
ოღონდ შენ დამხვდე ბოლოს,
ფიქრად და ლოცვად შენ მრჩები,
ის კი ტკივილებს მიჩენს,
შენ თუ არ გადამეჩვევი,
ვერ მომერევა ისე,
რითმებსაც ვეღარ ვიგონებ,
და უშენობას ვითმენ,
თუკი შენს ხმას გავიგონებ,
ჯანიც გავარდეთ რითმებს,
დრო დაგანახვებს სიმართლეს,
იტყვის რაც ბევრჯერ უთქვამს,
მიყვარხარ თვალის სინათლევ,
ჩემო ჰაერო, სუნთქვავ,
ვათენებ ღამეს მთვარიანს,
თავს ოცნებებით ვირთობ,
მიყვარხარ, როგორ ძალიან,
მეც ვეღარ ვზომავ თვითონ...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<