როგორ მიძნელდება ფიქრის შეჩერება, თუნდაც ერთი წამით, თუნდაც... გვიანი გაზაფხული, სურნელით დაზაფრული, ჩვენი საფიქრალით სუნთქავს. ისევ განშორება,ისევ დაშორება, ვიცი, დღეებია თუნდაც... მაინც მენატრები, ფიქრში მეპარები, თანაც არ მრცხვენია სულაც... ქუჩას გამოვყურებ, უნებლიედ გელი ჩემთვის ამოუცნობ სტუმარს, გვიანი გაზაფხული, სურნელით დაზაფრული, ჩვენი მოლოდინით სუნთქავს... |