მოდი, ყველაფერი მაპატიე, რასაც დავაშავებ მომავალში!… მოდი, შემეშველე, შემეხიდე გულის გულიანად მოტანაში!
მოდი, ჩამახედე სულის სარკეს…. ნუთუ, ეჭვი ნდობას მოერია! მინდა, დაგანახო ბილიკები, ჩვენს ნაფეხურებს რომ მოელიან!
მოდი და თვალებში შემომხედე, ყველაზე ალალი თვალებია… ახლაც იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. ტყუილი არასდროს მყვარებია. |