სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დრო იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში, მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ცად აზიდულ ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა, მე კი დავიგვიანე… რიგში იდგნენ ყმაწვილები, უმეტესად ქალები, შეჰყურებდნენ წიგნის თაროს გაბრწყინებულ თვალებით… სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა, გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო! ისევ ბოლო ვიყავი… რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო, რომელიმე ღვთის მადლიანს, იქნებ ხარკიც გაეღო, მაგრამ სხვისი სიყვარული, ხელში როგორ ამეღო, სხვისი წილი გრძნობა სახლში, როგორ უნდა წამეღო… სიყვარული დამითმეო, ვისთვის მეკადრებინა, სხვისი წილი გრძნობა გულით, როგორ მეტარებინა… და როდესაც დახლთან მივედ, კითხვიანი თვალებით, სიყვარულით ცაში ლაჟვარდს, შეუერთდნენ ქალები… წიგნის თაროს შერჩენოდა ერთადერთი კრებული და გამყიდველს ისიც სხვისთვის ჰქონდა გადადებული… მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ცად აზიდულ ლიანებს, სიყვარული დარიგდა და…მე კი დავიგვიანე. |