ემინგრატის ბედნიერება?!
ვინა თქვა, ქართველს შეუძლია სხვაგან იხაროს,
ვინ მოიგონა, ემიგრანტის ბედნიერება,
დედა უარყოს, დედინაცვალს მკერდში ჩაეკროს...
სულიც, რომ მისცეს...დედინაცვალს არ დააკლდება!
უცხო თვისტომი, ასი წელიც უცხოდ დარჩება,
უფრო მძიმეა ქართველ კაცის, სხვაგან სიკვდილი,
ვინ დაიტირებს ქართველს სხვაგან, ვით საქართველო...
უცხომ რა იცის...როგორა სჭამს ქართველს ტკივილი!
გადაქცეულა საქართველო ცისფერ ოცნებად,
სამშობლო ჩვენი, ვითარც პირმშო ისე გვაკლია,
არ დაიჯეროთ...ქართველ კაცის ბედნიერება-
ოქროს სასახლეც...მისთვის არის- ციხის გალია!
ვინა თქვა, ქართველს შეუძლია სხვაგან იხაროს,
ვინ მოიგონა ემიგრანტის ბედნიერება |