გული არ მიწევს ეკლესიისკენ, იქ არ სურს ძებნა სულს - მაძიებელს. მღვდლებო, რომ ზომავთ ეკლების სისქეს, სიღრმე სად გვრჩება - „მართლმადიდებლებს“?...
თქვენს ქადაგებას არ შველის მარხვა და ვეღარ შიფრავთ ქრისტეს იგავებს. სულს თუ შეუძვრა ძიების მახრა, ჯვარზე ვერ ნახავ ღვთის გრძედს, ღვთის განედს.
თქვენ აღარ ძალგიძთ იყოთ გზამკვლევი, ფარას დოგმების ველზე აძოვებთ... ჭეშმარიტების თქვენ გახდით მკვლელი, აღარც თქვენ ეძებთ, არც ჩვენ გვადროვებთ.
გზას არ მივყავარ ეკლესიისკენ, ღმერთი ვეძიე და იქ ვერ ვპოვე... ძებნით გავნაგრძობ სვლას მესიისკენ ცარიელ ტაძრებს ზურგსუკან ვტოვებ... |