დარდი ვერ გამიქრო განშორებამ,
იცი?! მე დღეს ისევ მედარდები...
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ,
ვიცი და მაინც მენატრები....
გრძნობა მომეძალა შენი ნახვის,
გული მოლოდინით ამიტირდა,
კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს;
მაგრამ უშენობა გამიჭირდა...
ისევ ძველებურად მენატრები,
აღარც სიხარული მიძველდება..
ვიცი აღარასდროს დაბრუნდები
მაგრამ დაჯერება მიძნელდება. |