ქალი სიცოცხლე და გაზაფხული, უნაზეს ტრფობად გულს ჩასახული,
ქალი უეცარი სიხარული, ქალი იმედი და სინანული.
ქალი ბედნიერი დედა, ქალი შიში და ელდა.
ქალი ფაქიზი და ნაზი, ქალი სათუთი ბავშვი.
ქალი ამაყი და ლაღად მონავარდე,
დაელოდე, იქნებ შენთან მოკალათდეს.
ქალი ანგელოზია ყინწვისის, ქვეყნად მისი ფასი ვინ იცის
ქალის სულშია ერის სიმდიდრე, ქალის ნამუსო ქვეყნად იდიდე
ქალი თამარი და ერის თვალი, ქალი რუსთაველის საფიცარი,
ქალი შემოპარული გულში, ქალი აფეთქებული ნუში,
უნდა ესათუთოთ ასეთ საგანძურს, ქვეყნად ვერ იპოვით ქალის საფასურს... |