ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთებვა, შინ მოუსვლელი ძმები გვახსოვდეს, მოვალთ წვიმებათ, მოვალთ ნისლებად, ჯარისკაცებათ აღარასოდეს, ხარობს ქვეყანა,მღერის ბუნება, არავის ახსოვს მწარე წუთები... დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები ჩვენ კი არასდროს არ დავბრუნდებით, არ დავბრუნდებით, ვერ დავბრუნდებით ვერ ვაგუგუნებთ ძმები ვერია, თქვენთვის ვიბრძოლეთ რაც კი ვიბრძოლეთ, თქვენთვის ვიმღერეთ რაც გვიმგერია.. ერთი ყუმბარა გვეყო ასეულს თქვენი გულისთვის თავი გავწირეთ, ბევრნი ვიყავით ერთი საფლავი თხილის გულივით გავინაწილეთ.. მაგრამ სიცოცხლე ისევ გრძელდება შინ მოუსვლელი ძმები გვახსოვდეს მოვალთ წვიმებად, მოვალთ ნისლებად, ჯარისკაცებად აღარასოდეს........ |