siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-06-29 - 8:15 AM    
siyvaruli.in
ოთხშაბათი, 28. სექტემბერი 2011 დრო 17:02.
ერთი ნაბიჯით
მიმასწარი შენ იმ წყაროსთან,
დაეწაფე და
იმ დღეიდან შენად ჩათვალე,
მას შემდეგ ვდუმვარ,
და ერთხელაც კი არ წამომცდა,
რომ ჩემს ოცნებას
იმ წყაროსთან ჰქონდა სათავე...
გამოგიტყდები,
გულმა ყუჩად ყოფნა ირჩია,
ხელმოცარული
იმ წყაროსთან ვდგევარ ისევე,
მე ხელში ღვინით
ავსებული ყანწი მიჭირავს,
მაგრამ არ იქნა,
პირი მაინც ვერ გავისველე...
ნუ გაჯავრდები,
შურიანი,ვიცი,არა ხარ
დიდხანს ვამსხვრევდი
ჯავრიანი გულის ბორკილებს,
მარტო არ ვიყავ,
მომყვებოდა ლექსი მხარდამხარ
და ალბათ სადმე
უნებურად წავიფორხილე...
სულ ერთი წამით მიმასწარი
შენ იმ წყაროსთან,
დაეწაფე და
იმ დღეიდან შენად ჩათვალე,
მას შემდეგ ვდუმვარ,
და ერთხელაც კი არ წამომცდა,
რომ ჩემს ოცნებას
იმ წყაროსთან ჰქონდა სათავე!...
გზაზე შემხვდები
და თვალებში ჩამხედავ მწყრალად,
უბრად ჩამივლი
თითქოს ვიყო ვინმე,უცხო მხრის,
არას გიშავებ,
ჰოდა,კარგო,ვერსაით წაველ,
რადგან ის წყარო
სათავეა ჩემი სიცოცხლის!...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<