შენ,რომ არ იყო ოცნებები დამეკარგება, და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება, მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება, და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება. შენ რომ არ იყო სიყვარული დამეკარგება, და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება, ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება, და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება. შენ, რომ არ იყო ჩემი გზები სულ აირევა, და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა |