მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი, უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია, რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი, რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.
თან მითხრა ჩურჩულით: _ ისეთი რამ არის, რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით, არისო ძალიან ლამაზი წამალი, არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.
იმედის ნაფლეთი გულს უცებ ეძგერა, ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე. თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა: ''მეგობრის'' ღიმილი, კვირაში ორჯერ |