ამ საღამოს ოცნებებს გავაყოლებ ქარს,
მოვუსმენ და გავყვები ჩემი გულის თქმას,
ფსკერი გამოუჩნდება მოლოდინის ზღვას,
შენზე გაგიჟებული დავადგები გზას,
უსაზღვროა ეს გრძნობა, მე ვერ ვუძლებ მას,
უშენობა მაგიჟებს , სისხლს მიდუღებს, მკლავს .…
ისევ შენსკენ მოვდივარ, ბოლო არ აქვს გზას
მთვარეც დადუმებულა, აცისკროვნებს ცას...
შენს ალერსში მოველი იმედსა და ხსნას,
ფრთხილად დაგიკაკუნებ... თქვი, გამიღებ კარს? |