siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-06-29 - 2:07 AM    
siyvaruli.in
შენ დაგიტოვებ ყველაზე ლამაზს,
ყველაზე ძვირფასს,
რაც გამაჩნია-
ჩემს განძს:
ჩემს ათას უძილო ღამეს,
წყეულმა იჭვმა რომ დამაჩვია.

შენ დაგიტოვებ
ჩემს დაღლილ ღიმილს,
ჩემს მთიდან მთებზე დაფლეთილ მზერას;
რიხით და სიტყვით,
ლხინით და ღვინით
შიგ გულში ჩამწყდარ ჩემს ათას ბგერას;

შენ დაგიტოვებ
ჩემს უხმარ ცრემლებს,
ჩემს ბაღში გამხმარ ფოთლების ცვენას,
ჩემი დღის მდევრებს,
ჩემს ღამის მთევლებს,
ჩემს უთქმელ სიზმრებს, დარდსა თუ წყენას,

დაადე კლიტე
და სკივრის ძროში
ჩასჭედე, ჩადე ჩუმად და ფრთხილად
და სთხოვე გახსნან იმ დიად დროში -
შთამომავლობის იმ სასტიკ დილას.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<