siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-15 - 10:12 AM    
siyvaruli.in
ჩემი ტანჯვა მითხარ რატომ გეწადა,
იქნებ ჩემი გადარჩენაც გეცადა

რად დამტოვე სიყვარულით სნეული
გული მიგაქვს, წაგეყვანა სხეული.

მე ოდესღაც ანგელოზი გიწოდე,
როგორ მინდა რომ მჭირდები, იცოდე,

შევითვისე კარგო შენი განცდები,
დამიჯერე, დამიჯერე არ ვცდები.

რადგან შენი მივითვისე ფიქრები,
მარად შენი მოგონება ვიქნები.

სად გეძებო, აბა მითხარ, სადა ხარ,
ასე ნაზი, თან უხეში რადა ხარ.

მერამდენედ დაგიჯერო არ ვიცი,
დამიცადე! გეძახი და არ მიცდი.

მე სიხარულს მმატებს შენი ხსენება,
მხოლოდ შენ ხარ, შენ ხარ ჩემი მშვენება.

ხომ იცოდი დარდი არ დამინდობდა,.
მე ხომ მხოლოდ, შენთან ყოფნა მინდოდა.

ფიქრს ვიშორებ, კვლავ თავიდან იწყება,
შენ შესძელი, ჩემი გადავიწყება.

ეხლა უკვე აღარავის არ მჯერა,
და სიყვარულს ქარებს ვატან ამჯერად.

ჩემს მტრებს სახე ისევ გაუმცინარდათ
ანგელოზი ჩემი, გაუჩინარდა.

დავიჯერო? მართლა არ გებრალები?
დღეს აქა ხარ, ხვალ კი დამემალები.

ვიღაც ჩემთვის ეხლა ნუგეშს იმეტებს
ალბათ ხვალე ვიღაც დამაიმედებს,

მეტყვის ვიღაც რომ დასრულდა ყოველი
მეც უშენოდ სხვა სიყვარულს მოველი,

თუმცა ვფიქრობ, არ მაქვს ამის ნება და
შენ გაჩუქე, რაც ოდესღაც მებადა.

შენ გაჩუქე გრძნობა ღიაც, ფარულიც,
და აღარ ვარ მე უკვე მხიარული.

არ გიყვარდი, ასე რომ მომექეცი
მე სიცივეს შენთან გამოვექეცი,

არ მიღებდი კარს, მე გელოდებოდი,
და მიცქერდი, როგორ ვიყინებოდი.

თუ უშენოდ, დღეს ჩემს გულში ბინდდება
შენზე ფიქრი მაინც არ მომწყინდება.

დარჩი ჩემთან ოდეს მაგ სათნოებით

* ან მომკალი, ან მაცოცხლე დროებით...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<