შენ ჩემი აღარა ხარ სხვას გაყევი დღეს
თითქოს ჩემს სხეულს სული ამოაცალეს
მე დავრჩი მარტო, შენ სხვას ახარებ
და ამ სიყვარულს ჩემთვის გულით ვატარებ.
მე გრძნობებს არ აგიშლი, არ აგიმღვრევ წყალს
მე ფიქრებს არ აგირევ ვერ დავიდებ თავს,
მე დავრჩი მარტო შენ სხვას ახარებ
მეც ამ სიყვარულს ჩემთვის გულით ვატარებ.
..ვიცი ვერასდროს ვერ დაგივიწყებ, ვერა
მე შენი დაბრუნების აღარ მჯერა,
არასდროს მიფიქრია შენი წყენა
ერთმანეთს არ შეეწყო ეს ორი კერა.
ან იქნებ ასეთია ბედისწერა,
ან იქნებ ამაოა ეს სიმღერა.
ბევრი ვეძებე ათას გზაზე ვიარე
და მთელი ისტორია გამოვიარე
..ბოლოს როცა ისევ შენთან მოვედი მივხვდი რომ თურმე უკვე დავიგვიანე |