siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-01 - 9:48 AM    
siyvaruli.in
- ხუთი,მთელი,ხუთი -

ნახე! სამყარო ნაცრისფერი გახდა ძვირფასო,
წყალში დაიხრჩო საკუთარი თავი მიდიამ,
დედამიწაც კი მოტრიალდა დადგა ანფასით,
რადგან თოლიას ოკეანე ფეხზე ჰკიდია,

იდგა ზაფხული, უფრო სწორად ახლა მოვიდა
სწორედ ამ დღიდან, ამ წუთიდან... მე ამ ღამიდან -
გამოვიქეცი სხეულიდან, ანუ ომიდან,
შენთან მოვედი, შენ კი კარი ვეღარ გამიღე.

ვეღარ გამიღე, თუმც სურვილი იყო რაოდენ
(მომეხსენება) დიდი, მაგრამ ალბათ ამაოდ,
შენი ტუჩები ყველა ლოცვის შემდეგ ამბობენ,
სიტყვებს - "საკუთარ თავზე მეტად მიყვარს! მამაო"...

დილა ძაღლებით გალოკილი წვება ლოგინში,
შენი თვალები ეცოდება უკვე უფალსაც,
თითო ტკივილებს ერთჯერადი კოცნით მოგირჩენ,
როგორც მჩევივია თვალებიდან ვიწყებ (თუ გახსოვს).

ამ ლექსით ალბათ იმას ვამბობ, როგორ გნატრულობ,
როგორ ვიხსენებ თითოეულ წუთს და შეხებას,
მსურს ავიარო "ხუთი,მთელი,ხუთი" სართული
და სიკვდილამდე კიდევ ერთხელ მძინარს შეგხედო.

- როცა -

როცა მინდა რომ ჩემთან იყო მიდიხარ მაშინ,
დგება ყოველდღე დემონური აურის სფერო,
და (საკუთარშიც) ვერ ვეტევი შეჩვეულ კანში,
ფეხის ფრჩხილამდე გადამედო სიცივის ფერი.

იტყვი, რომ ახლა შეგაცია ათმაგად ჩემზე,
იტყვი, გინდოდა დაგეწერე, ამიტომ წერდი,
ჩვენ თოლიების ბილიკისკენ ავიღოთ გეზი,
თორემ მთავრდება მერამდენე საათის წრედი.

სახლში ყირაზე გადავიდა კვამლების რიგი,
ანუ ვეწევი ნერვიულად, დროდადრო ვისკი,
მისველებს უკვე შენს მაგივრად, გვალვიან ტუჩებს,
კითხვა მიჩნდება ჩვენ ორიდან უფალი ვისკენ -

არის და მხოლოდ შემდეგ ვხვდები შევცოდე (ვხვდები),
დილით ვიღვიძებ, ვერ ვეჩვევი ვერაფრით, ვერა!
ჩემი თვალები ვეღარ გხედავს, იცვლება ხედი...
იცი მომწყინდა ამ ბოლო დროს ფურცელზე წერაც?

ჩვენ ერთად გვძინავს, თუმცა ერთად არა ვართ ვიცით,
იცვლება ყველა იუმორი სატირულ ჟანრით,
შეგვძულდა უკვე პარიზი და შეგვძულდა ნიცაც,
მივყვებით ერთად (თუმც ცალკ-ცალკე) არეულ განრიგს -

როცა გვინდა რომ ერთად ვიყოთ, არა ვართ ერთად...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<