ცხოვრების ეტლის სადარებელი საცაა გავა მატერებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, - რა საჭიროა ახლა გოდება. მატარებლისგან როს მიმიღია ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა, მატარებელი ხუთ წუთში გავა, ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა, მატარებელი ხუთ წუთში გავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები, მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები. გემშვიდობები სამარადისოდ, სამარადისოდ გემშვიდობები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, - ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, გამოსალმების ხელოვნებისთვის, ნუთუ არვინ არს, პოეტის მეტი? |