მოგება მიჩვეულ მიმიკებს ვიცილებ.
მაღლა ვწევ ხელებს და თავს ვუხრი მნახველებს,
დავნებდი სიყვარულს,თუ გინდათ იცინეთ,
მითქვია ზავი და უარით მახელებს!
შევძლებ და ამისთვის ავიტან ბევრ სასჯელს.
დავტოვებ შედეგებს დანახულს,შეუცვლელს.
სიყვარულს აგიხსნი ასჯერ და ათასჯერ,
დღეიდან დავიწყებთ და ვწერთ ახალ ფურცელს!
ჩვენ გულებს ისევე გრძნობები ახელებს.
თავს ვუხრით მნახველებს
და ვარქმევთ სახელებს ყველაფერს,
ამიტომ ვერაფრით დახევენ
ჩვენთვის რომ ჩავჭიდეთ!
ჩვენ გულებს და ხელებს
დღეიდან იმედმა მისტუმრა ვალები.
ვნებდები ამ ძალას,რაც უნდა მაჩვენოს,
ვუყურებთ ყველაფერს სხვაგვარი თვალებით,
ორივე დავნებდით სიყვარულს საჩვენოს!
სიყვარულს აგიხსნი ასჯერ და ათასჯერ,
დღეიდან დავიწყებთ და ვწერთ ახალ ფურცელს! |