ნუ მეპრანჭები ია,
და ნუ მინაბავ თვალებს,
ისედაც მინთებ გულში,
ტრფობის თაკარა ალებს . . .
ჩვილი ბავშვივით ნაზი,
მთრთოლვარე ფერთა დარი,
ზედაშესავით ტკბილი,
სიყვარულივით მთვრალი
შეგქმნა ბუნებამ ერთად,
გაგათამამა წყარომ,
მიწამ ჩაგიკრა ველად,
ღრუბელთა მადლი გწყალობს
შენი ფერებით თბება,
ზამთრით დაღლილი თოვლი,
თვით გაზაფხული ხარობს,
შენი მოსვლით და მოვლით . . .
ნებიერა ხარ ბედის,
ეკლიან ვარდზე მეტად,
ის დედოფლობს და შენ კი
ყვავილებს მეფობ ქვეყნად . . . |