და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება. როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება.
და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა, თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა, ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი, მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი.
სიკვდილის წინ არ იშორებს ფიქრებს თავის სანატრელზე, იმედები სანთლებივით დაამაგრა სასანთლეზე. ტკბილი იყო ორი სულის ერთსულოვნად არსებობა. ნატრობდა, რომ გული ძველი სიყვარულით ავსებოდა
ახლა უკვე სულს რომ ღაფავს ღიმილი პირს დამჩნევია, უიმედოდ მიტოვებულს ერთი ნატვრა დარჩენია. რომ იხილოს მისი სახე, რომ შეახოს მიჯნურს ბაგე, რომ ჩურჩულით ყურში უთხრას: “ სიკვდილისთვის პასუხს აგებ.” |