საქართველო, გზას მინათებს შენი ხმა, ტკბილ სიზმრებში შენს თბილ მიწას ვკოცნი, მენატრება ბუმბერაზი ღვინის სმა, სადღეგრძელო გალობით და ლოცვით. ვინ გამიგებს? მხოლოდ ღმერთი უფალი, მმატებს ძალას, უშენობა მიმძიმს, სჯობს ბოლომდე იყო თავისუფალი, გული იყო შენი მკვიდრი მიწის. გაიხაროს შენი ვაზის დიდებამ, და ნურაფერს მოგაკლებდეს მტერი, რაც არ უნდა დაგვაცილოს დინებამ, მე დავრჩები საქართველოს მტვერი. |