უფალო,დაიცევ მეფე და ქალაქი ჩემი, მეფე,რომელ არს სული ჩემი და ქალაქი,გვამი ჩემი. კვდებოდა მეფე,მძიმედ,მეფურად, არც დანანება,არც ლაპარაკი, სიცარიელე ქალაქს ეხურა და ვერ ამჩნევდა ამას ქალაქი. ცივ სასახლეში იდგა სიბნელე, ცივ სასახლეში მეფე კვდებოდა, იყო დუმილი გასაკვირველი და სინანული წვეთდა ზემოდან. მაგრამ ზეიმი იყო ქალაქში და თაყვანს სცემდნენ ყინულის კერპებს, თან არ იცოდა სრულად არავინ, რომ სასახლეში კვდებოდა მეფე. ვეღარ უძლებდა ხალხი ქეიფებს და გიჟდებოდა ჟივილ-ხივილით, უკანასკნელად შეკრთა ხელმწიფე როს უცნაური იგრძნო ტკივილი. შეიძრა მიწა,შეიძრა ზეცა, იყო გოდება,იყო ღაღადი და აღმართული კერპიც დაეცა, ისე უძლური,ვითარც ქაღალდი. დაჰქროდა ქარი,გიჟი და შმაგი, სასახლისგანაც დარჩა სართული, თუმც ვერ ამჩნევდა ამას ქალაქი, ყინულის კერპის გლოვით გართული. |