ისევ იმ თვალებს შეხარის გული ეს სული ისევ ძველი სულია, მე მომენატრა დეკემბრის სუსხი შენ მომენატრე უფრო ძალიან… ისევ დამყვება ოცნება რთული და უშენობის ბნელი არმია, როგორც დამბაჩის გასროლა უწინ დღეს ისევ ბრძოლით სავსე ღამეა… კვლავინდებურად სავსეა მთვარე ისევ ფიქრები დასტან აწყვია, ნუთუ ვერასდროს ავყვები აღმართს, ჩვენ რომ გვიყვარდა ასე ძალიან?!… ვიცი წავიდა საამური დრო და ყველაფერი ჩემზედ ახია, რაღა აზრი აქვს ჩემთვის სიცოცხლეს? ჩემს სამყოფელში მხოლოდ დარდია, რაღა აზრი აქვს ჩემთვის სიცოცხლეს? სიტყვას რომ სტროფებს ვეღარ ვურითმავ?! მგონი ის დროა სადმე წავიდე და გავყვე შორეთს მე ჩემს გულისთქმას ! |