siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-15 - 12:48 PM    
siyvaruli.in
გათენებამდე გაჩერდა დრო…
მზე ჩაიკარგა შავ სიჩუმეში,
თითქოს ყველაფერს ამტვრევდა შორს,
ქარი ვერაგი და უშორესი…
სხვაობას მაინც ვერავინ გრძნობს
გზა ერთია და თანაც დამრეცი.
ყველას სიყვარულს ამხილებს დრო…
და მაინც როგორ ვცოცხლობთ არ ვიცი!
სადღაც სიკეთე გათელავს შურს,
მაგრამ ყველაფერს ვერ მოერევა
თუკი დღეს უკვე სიცოცხლე გვთმობს,
სიმარტოვესაც სჭირდება შველა.
თავის სიშორე აკვირვებს ცას,
მან სიბნელეში თავი დაკარგა,
ალბათ ყველაფერს დავუთმობ სხვას,
თუ გადავურჩი სულის გაძარცვას!
ალბათ დღეს ისევ ჩერდება დრო….
ალბათ სიშორეც ისევ შორია!
ყველგან, ყოველთვის დარჩება შორს
რწმენა რომელიც ვერ მოგვერია!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<