siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-06-29 - 9:39 AM    
siyvaruli.in
მე ჩემი სულით ბევრს ცოდვას ვზიდავ
და ყოველ ღამე მსტუმრობს სატანა.
მეძახის, მიხმობს წყვდიადი გზიდან,
ჩემს სულს არ ძალუძს ამის ატანა.

დემონი ისევ ფიქრებში დადის,
მძინავს ლოგინში, ცოდვით მოცულში,
ეს ღამეც ასე შიშებში გადის
და არვინ იცის, რა ხდება გულში.

ავ სულთა ბნელი ფიქრები მომდევს,
მზიან რიჟრაჟზე ერთი სანთელი
მეც მაქვს უფლება იმედი მქონდეს
გვირაბის ბოლოს, რომ არს ნათელი,

კაცი ცბიერი, სულით მარტივი,
დაუნდობლობით სავსე გულები,
დღეს ხომ მათია დიდი პატივი
და გულუხვობა მათთვის ულევი.

ახლაც ტყუილად გესაუბრებით
უფრო გამძიმებთ ჩემი ფიქრები,
ცა იფარება შავი ღრუბლებით,
მე კი ჩემ თავთან მარტო ვიქნები.

ხალხის გულებში დღეს ხანძარია,
ღმერთო მოგვეცი შენი წყალობა,
სულის მკურნალი ღვთის ტაძარია
და ანგელოსთა წმინდა გალობა. . .
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<