siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-15 - 3:09 PM    
siyvaruli.in
ღამით დავივლი შენი სხეულის უცხო ბილიკებს, სახეს შევუშვერ გადარეულ შენს თმათა ჩანჩქერს და ნამიანი მაგ ნაკვთების ნაცნობ ღიმილებს ჩემი თვალები დაკოცნიან სიმორცხვით ნაფერს. გადავეშვები ნიკაპიდან შენს მკერდის ზღვაში, ცხელი ტუჩებით ავაქაფებ მოვარდნილ ტალღებს და სიმხურვალე გადალესილ ცვარიან კანში ურჩი თითები დაიპყრობენ შენს იალაღებს. გამოვიდარებ ჩაბნელებულ ქუჩათა ცაზე, მე წამწამებით გადაგიგვი ყველა ქვაფენილს, ეს სიყვარული გამიზრახავს შეგაშრო ტანზე, შენ ჩემს სხეულში დაგაძინებ ხელით ჩაფენილს. და ნუ იფიქრებ ყველაფერზე, განდევნე ფიქრი! დარჩი სულ მარტო ჩემს ერთადერთ აჩემებაში, თვალგანაბულმა დაივიწყე ათასი რიდი, ათასჯერ რიდი ჩაგვაკვდება ღამის ვნებაში.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<