|
ისევ ჩამოწვა ბინდი ფერმკრთალი, ღამის აჩრდილად ვიწყებ მზადებას, ჩემს ფანჯარასთან ვდგები შემკრთალი, ვფიქრობ,სიკვდილი არ დამზარდება.
თვალებზე თბილად მადგება ცრემლი და შეშლილ სახეს მიღარავს ცივად, ღრუბლების იქეთ, ღმერთო თუ მელი, მეც წამიყვანე რადგან შემცივდა...
სხვა არა არის სიკვდილის გარდა მარადიული,რასაც თქვენ ფიქრობთ, რასაც თქვენ ამბობთ ის გადაგვარდა და ჩემს სიცოცხლეს მიკლავთ და მიქრობთ.
მოვა ზამთარი თოვლის ფარდებით, ანგელოზებთან ვიწყებ დიალოგს, მე ყოველ ღამით სიკვდილს ვბარდები, რომ ცოდვილებში ვიბოდიალო.
სევდას არცერთი ლექსი არ მიკლავს, პირიქით,შვებას რომ უნდა მგვრიდეს ადრე ეგ ტანიც გულში ჩამიკრავს და ბოლო ლექსიც მე თვალწინ მიდევს.
ნაპირს ასკდება ღელვა ზღვა ცრემლის, ვიღვიძებ ღამით,ათასჯერ,ვბორგავ, ძლიერ ტკივილს ვგრძნობ დაბლა დაცემის, აქაც და იქაც და უკვე ორგან.
შუქებჩამქრალი დგანან სახლები, ხეებს ვამსგავსებ ღამით აჩრდილებს, ფიქრები შემჭამს რაღაც ახლები... ღრუბლებმა უკვე მზეც კი დაჩრდილეს.
სხივების სითბო ვერ მოდის ჩემთან, ზარების გლოვა მესმოდა დილით, თითქოს სამყარო უცებ გაჩერდა და მოგონებად მე მალე ვივლი... |