siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-15 - 3:04 PM    
siyvaruli.in
ამ ღამეს ხეები ცრემლებში ათევენ
და დგანან სახლები მდუმარე ლანდებად,
ქარები ჩვეულად ოცნებას მართმევენ
და ჩემი გონება სხვა განცდებს ბარდება.

ამ გულის ხმაური მაწუხებს დილიდან,
ზეცამდე მანძილი სულ უფრო მოკლდება,
ეს ჩემი წუხილი მთვარემდე მივიდა,
ღრუბლებში დარჩება და იქვე მოკვდება.

ცრემლები თვალებში უეცრად ჩამიდგა,
რომ გარეთ წვიმები მიშლიან ნაკვალევს,
წუხელის სიკვდილი პირისპირ დამიდგა,
ეხლა კი ფიქრები იმედით გავკვალე.

აქედან არა ჩანს მზისფერი სინათლე
და უფრო ძნელია სავალად ეს გზები,
არავის არ ჯერა ეს ჩემი სიმართლე
და ესე რთულდება საწერად ლექსები.

ოთახში გარედან შემოდის ნათება
და უცებ დაღლილმა ვიგრძენი მხნეობა,
ნანახი სიზმარი უეცრად მართლდება
და უკვე მაფიქრებს ეს მდგომარეობა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<