დავიკარგები შემოდგომის ღამის ნისლებში, წავალ სახლიდან გაპარული ცელქი ბავშვივით, ვხედავ შეშლილი აზროვნება ყვავის სიზმრებში და ვერასოდეს,მე ვერასოდეს მე ვერ დავმშვიდდი.
აი,მოვიდა ტკივილების ჯარი მესევა და შენთან ყოფნა ჩემზე მეტად ნეტავ ვის უნდა?! ვზივარ ოთახში თავდახრილი როცა ასე ვარ, გწერ და შენს სურნელს ლექსებიდან ხარბად ვისუნთქავ.
მღლის სიმარტოვე,გაჩენიდან დღემდე მოსული, არა,მე მივსებს მარტოობას მთვარე ხანდახან, მე მელოდება მთები ისევ ნისლით მოსილი და სანამ წახვალ უნდა გდიო სიზმრად მხარდამხარ.
აი,ოქტომბრის თვის ბოლოა და უკვე მცივა, ბევრი პოეტი გადაყვება წერას ავდრებში, შემოდგომაა და ფოთლები ხეს უკეთ ცვივა, ისევ მახსოვხარ ჩემს წარსულის შავთეთრ კადრებში.
ო,როგორ მინდა ჩავისუნთქო შენი სიცოცხლე და აი ნახე შემიკედლეს ობოლ სულებმა, იცი,მე მიყვარს შენი სითბო,შენი სიმორცხვე და როგორ მინდა რომ დამათროს შენმა სურნელმა.
შენ ეფერები ფოთოლცვენის სევდიან ხანას, მე კი ვერ ვიტან და შემძულდა ყველა ვედრება, შენ ვეღარ მხედავ ძველებურად კარგსა და ხალასს, ვერც ამას ხედავ შემოდგომა როგორ მედრება. |