ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე, განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია, ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს, რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ.
იყო დროება მხნედ რომ იყავი, სიბერე უცებ შემოგპარვია, გაგთეთრებია თმები ძვირფასო, და გულზე ცეცხლი შემოგდებია.
წარსულის დღეებს რომ გაიხსენებ, ჩუმად ცრემლები თვალს დაგდენია, გულით იყავი ძლიერი კარგო, და ეგ სიბერე არაფერია. |