მე მენატრები ისე ძლიერ სული მელევა, ეს მონატრება მეხატება დარდის ფერებად, ის გულს აკრტობს და სიღრმეში ნაზად ეცემა, წინასწარ ვნანობ იმ შეცდომას გულს რომ ეხება.
შენი თვალები თავგზას მირევს,თავბრუ მეხვევა, მე შენი სახე თვალწინ მიდგას,ყველგან შენ გხედავ, ვოცნებობ,თუმცა რეალობა ფიქრებს ვერ სწვდება, ამ ოცნებებში როგორც მინდა ისე შეგღებავ.
მხოლოდ ის მინდა, რომ ვიცოდე_ სადღაც არსებობ, მხოლოდ ის მინდა დავიჯერო_რამე არ გიჭირს, თუ შენს სიხარულს დავინახავ_მეც გავიხარებ, ოღონდ ვიცოდე რომ სახეზე შეგნიშნავ ღიმილს.
და ერთსაც გეტყვი_ მე დღეს შენით ბედნიერი ვარ, ჩემთვის ვიცოცხლებ, ოცნებებში დავიკარგები, მე მშვიდად ვივლი, ზღვას გავყურებ,შენს თვალებს ვხედავ, გთხოვ, ნუ დამიმსხვრევ ამ ოცნებებს,გავიტანჯები... |