გამეორდი, თუმცა სხვა დროს სხვა ადგილას. უფრო გვიან, მაგრამ მაინც გამეორდი. მომღიმარი,დაბნეული მე ვარ სევდა; დავიღალე,გავიყინე და გავორდი.
ქარიშხალში უიალქნოდ შევრჩი ტალღებს. შევეგუე, რომ ვერასდროს შევცვლი რამეს. კიდევ ერთხელ დაიტირებს ჩუმი სევდა ოცნებების ნამსხვრევებით სერილ ღამეს.
შენი მზერა ასე ახლოს... ისევ შევხვდით. მახსენდება წარსულიდან ჩურჩულის ხმა. ცრემლიანი მონატრების ანარეკლი იღიმება ძველ ნაცნობის სტატუსს მიღმა.
ჩემს წინ დგახარ და მე ვხვდები, წარსულს ვერ ვთმობ. თუმც ოცნებას აკრძალვების ნისლი ფარავს. დავიბენი, მე მეგონა დამავიწყდი; ვერაფერს ვცვლი და ტკივილი ნიღბებს მპარავს.
მტვრიან თაროს წაკითხულ წიგნს ვერ ვუბრუნებ, მენანება; თუმც წუთების სწრაფი რბოლა შენს თავს მართმევს. დაწყებამდე წაგებული მე ვარ ბრძოლა. ვიფერფლები, თუმც ამ ტკივილს თავს გავართმევ.
უშენობით, მე ვერ ვხვდები, ვცოცხლობ როგორ?! წართმეული, შენ ხარ სუნთქვა, დასრულდა ვინც. გამეორდი, თუმცა სხვა დროს, სხვა ადგილას. გამეორდი, თუმცა გვიან, მაგრამ მაინც |