ისე გიყვარდე, როგორც გიყვარდი, ისე მომმართე, როგორც მანდ მერქვა, მე შორს არა ვარ, მე ისევ აქ ვარ, ვერ შეგემჩნიე, ინება ღმერთმა…
რადგან გარეთ ვარ მე შენს ფიქრების, ეს ხომ არ ნიშნავს-აღარ ვარსებობ, ნუთუ არ გესმის ხმა ანგელოზთა?! მათში ჩემი ხმაც, ყველგან შავ ფერს სპობს…
შენი ცრემლები მე ისე მაწვიმს, როგორც მაწვიმდა მაისის წვიმა, შენი ცრემლები მზის სხივებს მიქრობს, შენ რომ დამშვიდდე- მხოლოდ ეს მინდა!
მანდ თუ მხედავდი, აჩრდილთა შორის, რატომ ვერ მხედავ მე ღრუბელზე მჯდომს, ისევ მიყვარხარ, ისევ ერთნი ვართ, გაიღიმე და ნუ ღელავ, მე გთხოვ… |