როდემდე გინდათ ასე გვეომოთ?! ან როგორ გინდათ ჩვენ დაგვიმონოთ?! თქვენ ხომ იცით რომ არ დაგიჩოქებთ თუნდ ყველა ერთ დღეს რომც დავიხოცოთ!
თქვენ ხომ ქართველებს ბრძოლაში იწვევთ ერი რომელიც უკან არ ვიხევთ ურიცხვ მტერთანაც რომ ჯიქურ ვიწევთ სამშობლოსათვის ყველა ხმალს ვიღებთ.
ამდენი ხანი რაც გაპატიეთ ყოველი წელი მეტი ანგრიეთ თითქოს სამოყვროდ ჩამოსულმა ჩვენ გაგვაწბილეთ თქვენ ცხრა აპრილის სილამაზე ნიჩბით არბიეთ.
მაგრამ ქართველნო არ შედრკეთ არა ჩვენ ხომ ამაზე სისხლიანი ბრძოლაც გვქონია ჩვენ ხომ ამაზე უარესი მტერიც გვყოლია და ჩვენს წინაპარს გამარჯვება მოუპოვია.
მხოლოდ ერთობით თუ მივაღწევთ საწადელს მიზანს და პასუხს გავცემთ დიდი ხნის წინ ბადებულ კითხვას რატომ ვუსმინოთ უწმინდესი ილიას სიტყვას რადგან ის არის ერთადერთი ნათელი, წმინდა. |