ხუთივე კუნჭულში შეგიფარებ, გაქცეულ კონკიას _ შეგიყვარებ, ასივე ფურცელს მოგაფარებ, ჩემს სულს _ მტრედის კვერცხს მოგაბარებ, ძაფის გორგალივით გაგაგორებ, მზერას ცხრა მთას იქით გაგაყოლებ, უცინარ ხელმწიფეს გაგაცინებ, მოწამლულ ვაშლებით დაგაძინებ, ჯადო სიტყვებით სეზამს შეგაღებ, ჯადოსნურ ჯოხსაც ერთხელ შეგახებ, დაგემართები მოურჩენ სენად _ ჩემი გულ-ღვიძლიც იგულე შენად, ზღვაში გაგისვრი ჯინიან ლამპარს, ბევრჯერ გიგემებ საყვარელ ზღაპარს, ირმის რძით ისევ გამოგკვებავ, მურმანის ეკლად ამოგივალ, მუჭანახევარს გაგიყოფ ბინას, უფლისწულივით გაკოცებ მძინარს და შენს მუხლებთან დაველოდები ათასმეორე ღამეს, უჩინარს... |