ბედისწერა
ქუჩაში მოდის შეშლილი თმები...
შეშლილი მზერა სამყაროს სწვდება
და გრძნობს უმწეო, უცნაურ ღელვას.
ისევ მაწუხებს ცხოვრების ქვევრი,
ბალახზე–მტვერი;
ამ უპატრონო ძაღლების ღრენა,
უსაზღვრო სევდაც,
ქუჩაში გასულს ერთად რომ გვდევდა.
ისე აეწყო ცხოვრება ჩემი,
არ მჯერა ცრემლის,
დავკარგე რწმენა, დამტოვეთ ყველამ!
შენ ვერ გთმობ მხოლოდ, როცა ხარ ჩემთან,
შენ ვერ გაშორებ გვალვიან მზერას.
გადავეჩვევი მაშინდელ ფიქრის გამთანგველ ღიმილს.
კვლავ მიმეორებს სურვილი სევდას:
დრო, შეშლილ თმებით რომ მივალ ღმერთთან,
უკვე მოვიდა, რა მინდა თქვენთან?!
მე სიყვარული მაჩუქა ბედმა! |