მართალია რომ კარგად არ გიცნობ, მაგრამ მე ვგრძნობ რომ ეს წამიც მოვა, ალბათ შენს თვალებს როცა შევიგრძნობ ჩემს ნატანჯ სულში დაიწყებს თოვას. ასე ამბობენ: რომ ვინც შორს არის გინდა რომ უფრო ახლოს მოვიდეს, და თუ მოითბენ და შენ არ მიხვალ მაშინ ჯობია ისიც შორს იდგეს... ხანდახან ვფიქრობ რა მინდა აქ მე რატომ ვოცნებობ? ან რატომ ვფიქრობ? დრომ ვერ იპოვა თავისი საქმე და შენზედ დაღლილი სიცოცხლეს გითმობ. მე ამ რითმებში რაღაც ჩავმალე ყოველი მძიმე ახლით იწყება, შენს ფიქრებს ალბათ ვერ შევერევი აქ ჩემი ფიქრი დროში იწვება... დაიწვას თუნდაც ეს ბოლო იყოს და რომ დაიწყოს თავიდან მერე, მისმინე: იყო და არა იყო იყო ხელმწიფე და ერთი მეფე... მე ეს ზღაპარი უკვე დავიწყე ახლა კი დროა შენ გააგრძელე, შენ როგორც გინდა ისე გაიგე და ბოლოს კიდევ შენ დაასრულე... ყველა ზღაპარი კარგად სრულდება და შენ მოგანდობ ამ ზღაპრის ფინალს, ალბათ პრინცესა მასთან დარჩება და მერე მეფეც იცოცხლებს დიდხანს... ვერ დავასრულე ჩემი სათქმელი შენ არ გეგონოს: სულ გავაფრინე, უბრალოდ ასე მიცემდა გული... და ბოლოს გეტყვი: მე დავწერ ისევ... |