siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-15 - 8:20 PM    
siyvaruli.in
ისევ დამესიზმრე წუხელის და
ახლაც უსაშველოდ მენატრები
მინდა უფალს ვთხოვო შემწეობა
ლოცვით დავიარო მონასტრები.
მივალ, დავეცემი მუხლებზე და
კრძალვით დავუკოცნი წმინდა კედლებს,
შემდეგ სიჩუმეში დავჯდები და
ისევ შენზე ფიქრი შემიკედლებს.
ახლა კი, დრო ისევ ომს მიცხადებს,
ღამეც ფანჯრის წინ ატუზულა,
საათმაც აისხა საბრძოლველად
თორმეტი გილზა და ორი ლულა.
ვითვლი რამდენი დღე მოვკალი და
მოსაკლავი კიდევ რამდენია.
მე კი, ისევ ისე გელოდები
უკვე სულ ცოტაღა დაგვრჩენია.
დროა, დასახვედრად მოვემზადო,
ღმერთო, რამდენია მოსასწრები!
ისევ დამესიზმრე წუხელის და
ახლაც უსაშველოდ მენატრები...!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<