siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 2:03 AM    
siyvaruli.in
სმას მივეჩვიე, მოწევაც დავიწყე, ეს ჩემი ცხოვრება რომ ვერ ავიწყე,
ცხოვრების წინაშე ვდგავარ მარტოკა, და ვეკითხები, რატომ გამწირე,
რატომ მაქციე ცხოვრებავ ზურგი, უგულო ბავშვად რატომ მაქციე?
გზაზე ხაფანგი რატომ დამიგე, ათასგვარ ტანჯვას რატომ მამთხვიე.

რატომ?... რატომ და ისევ რატომ, რატომ დამტოვე ამ ქვენად მარტო?
რატომ?... რატომ და ისევ რატომ, მე ხომ ერთადერთს, სიყვარულს ვნატრობ.
ფეხი ამიცდა, ჩავვარდი წყალში და მიმაქანებ უფსკრულშო ხრამში,
და ერთადერთი მუჭაში შემრჩა, ქვას მოგლეჯილი, საწყალი ხავსი.

ძალა მეცლება, ვვარდები ნელა, რწმენა დავკარგე საკუთარ თავში.
ხმას ვეღარ ვიღებ, უკვე მაშინებს, ბზარი გამჩნდარი, საკუთარ ხმაში,
წამწამს ვეღარ ვწევ, უკვე მაშინებს, ჩამქრალი შუქის დანახვა თვალში,
ჯერ ხომ ბავშვი ვარ, მაგრამ მე უკვე, ჭაღარას ვხედავ, სკუთარ თმაში.

ალბათ ვბერდები, მოვხუცდი ბავშვი, წლები გადის და შევდივარ ხანში.
იქნებ შევცოდე რაღაც ამქვეყნად, ვერ მოვიხადე უფლისა ვალი...
იქნებ ვერ ვიგრძენ მათი დიდება, ეკლესიის და ხატების ძალი.
მე აღარ მტანჯავს სიჩუმე ღამის, აღარც ზეცაში ვრსკვლავთა ჯარი,

აღარც ფიქრები აღარ მტანჯავენ, და არც დუმილი ზეცაში მთვარის.
აღარ ჩამესმის ყურში რატომღაც, საღამოს გრილი ზუზუნი ქარის,
აღარც ფეხებ ქვეშ აღარ შრიალებს, ხეს მოწყვეტილი ფოთოლთა ჯარი,
აღარც ის ნატვრა მინდა ამიხდეს, როცა ვნატრობდი სიყვარუს ნამდვილს

აღარც გულშია ბოღმა და დარდი, აღარც გულს მიწვავს გრძნობების ალი,
აღარ ვნატრულობ სულის სიმშვიდეს, და აღარც სითბოს, საყვარელ ქალის.
ჩემთვის სამყარომ ფერი იცვალა, ფერი დაედო ყველაფერს შავი,
ჩემთვის სამყარო ამოტრიალდა, გადაიხურა ქვეყანა ჩალით.

გული გაცივდა, დაცარიელდა, გრძნობა აღარ დევს არცერთი გრამი,
გული გაცივდა, დაცარიელდა, თავს ვერ ვირწმუნებ, თან დამდევს აზრი,
რომ სიყვარულმა, ჩემთვის ამ ქვეყნად, დიდი ხანია დაკარგა ფასი,
რომ სიყვარულმა მისკენ მიმავალს, გადამირაზა მე ყველა კარი.

უკვე გამასწრო გზაზე ცხოვრებამ, დამემშვიდობა მე გვერდზე ჩავლით,
დროა გადავდგე, წავიდე გავქრე, რადგანაც ვხედავ მოდიან სხვანი,
მე რომ ცხოვრებამ ზურგი მაქცია, განა ამაში ვისია ბრალი?
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<