მინდა როგორმე გადაგივიწყო და მაინც ისეევ მოვდივარ შენთან. მსურს შეგიძულო, მაგრამ ეს გული შენი აჩრდილით სუნთქავს და ფეთქავს.
მინდა როგორმე გადაგივიწყო, მაინც ჩემს გზაზე ენთები მზისებრ. მეგონა სხვაზე ვფიქრობდი ახლა, თურმე შენს სახელს ვახსენებ ისევ.
ღამეში, მწუხრში, ცისკარში, მზეში ცდუნება შენი ვერაფრით ვძლიე... გაგირბი... მაგრამ ისევ შენ გეძებ, მძულხარ... და მაინც მიყვარხარ ძლიერ! |