siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 3:15 PM    
siyvaruli.in
ვირთხა
ვირთხის ნიშნისთვის ეს წელიწადი უღრუბლო არ იქნება, ვინაიდან ბოცვერი და ვირთხა ვერ იტანენ ერთმანეთს. ბოცვერს დიდად არ მოსწონს ვირთხა და, თუ მიეცა ამის საშუალება, წინად მიყენებული უსიამოვნების გამო ის ერთიანად იყრის ჯავრს. ამის გათვალისწინებით ვირთხის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს არ ვურჩევდით წლის ნიშნის – ბოცვრის გაღიზიანებას. ამ წელს უმჯობესია იცხოვროთ მშვიდობიანად, არ ჩაებად კონფლიქტებში, ნამეტანი არ აიღოთ საკუთარ თავზე და არ დასახოთ გრანდიოზული გეგმები.
ბოცვრის წელიწადში ყველაზე გამართლებულია, რომ ვირთხის ნიშანმა დრო მოახმაროს ახლობლებთან ყოფნასა და ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებას. ბოცვერი ამას სათანადოდ შეაფასებს და ხელს არ შეუშლის.

ბოცვრის წელი არ არის ხელსაყრელი პროფესიული განვითარებისა და წინსვლისთვის და არც ბიზნესისთვის. მაგრამ ამ ნიშნისთვის სავსებით შესაძლებელია პირადი გრძნობების მოწესრიგება, თუ მოინდომა ამ სფეროში არაფერს არ დაკარგავს პირიქით ბევრს მიაღწევს კიდევაც. თამამად შეუძლია დრო დაუთმოს ჰობის, რომლისთვისაც აქამდე ვერ იცლიდა, ვინაიდან წინა პერიოდში მთელი ძალისხმევა სხვა სფეროებში შედეგის მიღწევაზე ჰქონდა მიმართული. ამჟამად თავი მთლიანად შეუძლია მიუძღვნას ამ გატაცებებს.

ხარი
ამ 2011 წელს ხარს აუსრულდება ცხოვრებაში ყველა მისი გეგმები. განზრახულის განხორციელებისათვის იგი ყველაფერზე წავა, მზად იქნება ისწავლოს, მიზანმიმართულად და შეუპოვრად მიაღწიოს თავის მიზანს. აი, მოთმინება, შრომისმოყვარეობა და სერიოზულობა მას უხვად აქვს, და 2011 წელს ეს ძალიან გამოადგება.

შესაძლოა მას არ უყვარს ფორიაქი და აჩქარება, სამაგიეროდ ხარს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს წამოწყებული საქმე.

ჰოროსკოპის შემქმნელნი დარწმუნებულნი არიან, რომ კურდღლის წელს ლიტერატურის კითხვა მოიტანს ხარისთვის არც თუ მცირე კმაყოფილებას, დაეხმარება საკუთარ თავში გაერკვას, საკუთრი თავის შეცნობისადმი მისწრაფების წყალობით და ცხოვრებას გახდის მეტად უფრო სავსეს და საინტერესოს.

ვეფხვი

ვეფხვისთვის 2011 წელი გვპირდება კარიერული ზრდის არც თუ ისე ცუდ პოტენციალს, ცოდვა იქნება ამით არ ისარგებლოთ. თავში ახალი იდეები და პერსპექტიული გეგმები წამოტივტივდება. ვეფხვის ოჯახში სიმშვიდე და თნხმობა იქნება. თელი 2011 წლის მანძილზე იქნება ვეფხვი გარემოცული სიყვარულითა და ზრუნვით.

ზურგი დაცულია, ამიტომაც შესაძლებელი იქნება ხელი მოჰკიდოთ ბიზნესს და დათქმულ საქმეებს. ავისმოსურნეები და მოშურნეები სამუდამოდ გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან.

ჰოროსკოპი გპირდებათ – კურდღლის წელს ენერგია და ძალა მოზღვავებული იქნება თქვენში, ჯანმრთელობაზე ზრუნვაც კი არ დაგჭირდებათ.

თქვენთვის ყველა გზა ხსნილია!

კატა (კურდღელი)

2011 წელი კურდღლისთვის, როგორც ამ წლის სიმბოლოსთვის, უპირობოდ წარმატების წელი იქნება. მას ელის წარმატება და აყვავება მრავალი სახის საქმიანობაში.

შინაური კურდღლები თავიანთი ოჯახის გარემოცვაში იქნებიან ბედნიერნი, ყოველი უიღბლობა და პრობლემები გვერდს აუქცევენ მას.

იმ კურდღლებისათვის კი, რომლებიც ოჯახურ ბედნიერებას მოისურვებენ, 2011 წელი ჰპირდება იყოს მშვიდი, უდარდელი და მხიარული. კურდღლებს შეეძლებათ მიიღონ მრავალი სიამოვნება, და ბოლოს, ხელი მოჰკიდონ საყვარელ საქმეს. მათ მოელით შვებულებაში წასვლა და დროის კარგად გატარება.

არ ღირს ზედმეტად დაძაბვა ამ წელს, დაისვენეთ – თქვენ ხომ ამას იმსახურებთ!

დრაკონი

ახალი 2011 წელი დრაკონისთვის საინტერესო იქნება. დრაკონი მიიღებს სიამოვნებათა ზღვას, იმოგზაურებს რა რომელიმე ქვეყანაში როგორც ტურისტი. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვარგარეთ საქმიანი შვებულებები სხვა ქვეყანაში სწავლების მიზნით ამ 2011 წელს შესაძლებელი გახდება, ამიტომაც დრაკონებს მოუხდებათ ხშირი მგზავრობა.

დრაკონებს უყვართ საყოველთაო ყურადღება და სიამოვნებით „კუდს იგრძელებენ“, რათა თავი აჩვენონ ადამიანთა წინაშე კარგი მხრიდან. თეთრი კურდღლის წელს მათ ეს მოუხერხდებათ, ისინი იბრწყინვალებენ, თვალწარმტაცნი და როგორც არასდროს მომაჯადოებელნი იქნებიან.

დრაკონები ღირსეულად გადალახავენ ყოველ დაბრკოლებას, თავიანთი 2012 წლის მოლოდინში!

გველი

2011 წელი გველს მოუტანს მატერიალურ კეთილდღეობას და დაიცავს პესიმიზმისა და იმედგაცრუებისაგან. გველი მიზანმიმართულად წინ იმოძრავებს მონიშნული მიზნისაკენ და მიიღებს იმას, რაზეც იგი ასე დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა. მხოლოდ არ ღირს მასზე ჯიქურ მისვლა, სჯობს ღია სულითა და გულით.

შორსმჭვრეტელობა და სიბრძნე გველს დაეხმარება დაინახოს თავისი ბედი რამდენიმე ნაბიჯით წინ. კურდღლის წელს გველი „ინებივრებს“ სიყვარულში და საზოგადო ყურადღებაში. მას სურვილი გაუჩნდება სამყაროს შეცნობის, გატაცებული იქნება ფილოსოფიით, რელიგიით, ეზოთერიკით ან სხვა ცოდნის არანაკლებ საინტერესო სფეროთი.

ცხენი

ცხენისთვის 2011 წელი გვპირდება იყოს ვნებით აღსავსე. ცხენი სრულად მიეცემა სიყვარულს, მას ძალიან გაუძნელდება შეეწინააღმდეგოს ესოდენ ძლიერ გრძნობას. კარგია, თუ ამდაგვარი ვნება აღმოუჩნდება მეორე ნახევრის მიმართ, ეს მხოლოდ განაახლებს და გააუმჯობესებს ურთიერთობებს.

და თუ არა... გვინდა გავაფრთხილოთ, რომ რომანები, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს ამ წელს ცხენისთვის არასერიოზული და არამუდმივია.

გვინდა მოვუწოდოთ ცხენს გონიერებისკენ, რამდენადაც შესაძლოა მან ბევრი შეცდომა დაუშვას. და შედეგად ინანოს ჩადენილის გამო. კურდღლის წელი ცხენისთვის ამ გაგებით არასაიმედოა. საიმედო ურთიერთობები კი წარმატებას მიაღწევს, მართალია იმ პირობით, რომ თქვენ განაგრძობთ ამისთვის შეუპოვრობას და იშრომებთ დიდებისთვის.

თხა

თხისთვის 2011 წელი გვპირდება იყოს წარმატებული. ბოლოსდაბოლოს იგი შეძლებს მიიღოს არა მარტო დამსახურებული ნიშანი მისი ღირსებისთვის, არამედ სამსახურში დაწინაურებაც. ყოველივე ამასთან ერთად, მას ელის წარმატება საწინააღმდეგო სქესთან.

კურდღლის წელს ის ხშირად იქნება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, გაუწევს რა მათ დახმარებას და მხარდაჭერას. თხა კეთილგონიერებისა და საქმისადმი სწორი მიდგომის წყალობით შეძლებს გადაწყვიტოს დიდიხნისწინანდელი საკითხები.

ახალ წელს მოსალოდნელია ბევრი შეხვედრები, საქმისაღამოები და მოწვევები. ის იქნება ყურადღების ცენტრში და საყოველთაო პატივისცემაში, თხას შეეძლება დატკბეს ურთიერთობით და საზოგადო აღიარებით.

მაიმუნი

2011 წელი მაიმუნისთვის ძალიან წარმატებულია, სამსახურში და ბიზნესში ყველაფერი წარმატებით აეწყობა. თქვენ შეგიძლიათ ხელი მოჰკიდოთ ნებისმიერ, თუნდაც რისკიან საქმეს.

არ გამოტოვოთ თქვენი შანსი, დადგა დრო მოქმედების, რადგან უკეთეს დროს, ვიდრე კურდღლის წელია, ვერ მოიფიქრებ. მაიმუნს ყველაფერი მოეცემა ადვილად და დაუძალებლად, თითქოსდა თავისით, ხილული ძალისხმევის გარეშე.

მაიმუნი იქნება მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში, კარგი განწყობა მას გარატირებული აქვს მთელი 2011 წლის მანძილზე. არაფერს და არავის შეეძლება იგი წყობიდან გამოიყვანოს.

მამალი

მამლისთვის 2011 წელი იქნება საკმაოდ მშვიდი, იგი არაფრისკენ და არავისკენ არ დაიწყებს სწრაფვას, რომ დაიძაბოს და ზეციდან ვარსკვლავების ჩამოღებას ცდილობდეს. უსიამოვნებებს კურდღლის წელი არ მოგიტანთ, შეგიძლიათ მოდუნდეთ და უბრალოდ იგრძნოთ თავი ბედნიერად.

2011 წელს გმართებთ გამოავლინოთ მოქნილობა და ტოლერანტურობა გარშემომყოფთა მიმართ. გასული წელი იყო რთული, დაკავშირებული უსიამოვნო მოგონენებსა და საზრუნავებთან. ახალი წელი კი მამლისთვის იქნება თავისებურ ბუფერად, სადაც იგი შეძლებს კარგად დაისვენოს, მოიკრიბოს ძალები, „ბუმბულები გაისუფთავოს“ იმისათვის, რომ მომავალ წელს რეალურად განახორციელოს დასახული გეგმები და სურვილები.

ძაღლი

2011 წელი ძაღლისთვის ჩაივლის დასვენების ატმოსფეროში. ის შეძლებს მიიღოს ახალი ცოდნა და თავისი ძალისხმევა მიმართოს საკუთარ თავში სულიერი თვისებების განვითარებისკენ. ძაღლი შეიძენს ბევრ ახალ მეგობარსა და თაყვანისმცემელს. 2011 წელი ჰოროსკოპის მიხედვით კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვისაც სურს განამტკიცოს თავისი კავშირი და შექმნას ოჯახი. ხოლო ახალი საქმის წამოწყება ამ წელიწადს არ ღირს. ბიზნესში რთულია იქონიო იოლი წარმატების მოლოდინი.

კურდღლის წელი (ან კიდევ როგორ უწოდებენ მას – კატის წელი) ძაღლისთვის ბიზნესის მხრივ არც თუ ისე კარგია. ამიტომ, შესაძლოა მცირედი ფინანსური დანაკარგი, მაგრამ სრულ გაბანკროტებასაც არ ექნება ადგილი. სულ ერთი რამ მოგეთხოვებათ, ეცადოთ შეინარჩუნოთ მატერიალური სახსრები იმავე დონეზე.

და ეს ყველაფერი ძაღლსა და კატებს შორის განუწყვეტელი მტრობის გამო ხდება.

ღორი

2011 წელი ღორისთვის ჩაივლის სერიოზული პრობლემების გარეშე. მეტწილად იგი დაინტერესებული იქნება გულთბილი საქმეებით. საწინააღმდეგო სქესის მხრიდან ყურადღება გარანტირებული აქვს. მარტოხელა ღორებისთვის ეს წელი ძალიან კარგია ქორწინებისთვის, ხოლო ღორებს, რომელნიც უკვე ქორწინებაში არიან, მართებთ თავი აარიდონ ცოლ–ქმრულ არაერთგულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაანგრევს თქვენს ურთიერთობებს და ღრმა იარას დატოვებს თქვენს სულში.

უმჯობესია იფიქროთ ოჯახური კერის განმტკიცებაზე, ოჯახურ ბედნიერებასა და თქვენს ურთიერთობაზე მეორე ნახევართან. კურდღლის წელი ღორისთვის ისედაც სავსე იქნება არაერთმნიშვნელოვანი და ორაზროვანი სიტუაციებით. ღორები 2011 წელს შეძლებენ მოაგვარონ თავიანთი საქმეები და გამოასწორონ მატერიალური მდგომარეობა. აი მხოლოდ ღირს, რომ უსაფრთხოდ ჰყოთ საკუთარი თავი, გამოავლინოთ მაქსიმუმ სიფრთხილე, რათა თქვენ თავად არ იქნეთ დაღალატებულნი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<