|
არავინ მყავს და არავის ვყავარ
ბევრი რამ დამრჩა სათქმელი,მართლა ბევრი რამ..
სულ მეფიქრება შენზე,არ ვიცი რატომ..
წვიმად მოვედი გუშინ,ცოტა ცელქი და ცოტა ანცი..
არ გიყვარვარო,ასე მითხარი,
ვმალავ და ეს ხომ შენც იცი კარგო.
მირბიან წლები,აზრებიც მიაქვს,ამას შენც ხვდები!
მითხარი თორემ მე ვიტყვი,ისევ,
დამაგვიანდაო ისევ შენ იტყვი,
არადა მხოლოდ შენ გხედავ ფერადს..!
მითხარი რამე,გთხოვ!ნუ დუმხარ ასე..
თუ წასვლა გინდა?წადი მე გიშვებ
ეს ცხოვრება ხომ მარტო შენია..
ვიცი ვერ გნახავ მე დიდი ხანი!
ასე მგონი?!
ვერ შეგპირდები,რომ,აღარ მოვალ მე ისევ წვიმად,
თავისუფლებას გჩუქნი ძვირფასო
და სინანული ჩემთან დარჩება!
მომენატრება,ძველი სიმშვიდე,მომენატრება!
არ გიფიქრია?!
რაღაც ყოველთვის სრულდება მარად!
ამეკვიატე,ყველა ფიქრში,ამეკვიატე.
რავქნა,რომ ჩემი სიყვარულის ღმერთი შენა ხარ,
სხვანაირად არა,ჩემებურად მიყვარხარ,
მე,შენს ფიქრებში გაფანტულს,
მივხვდი ცხოვრება რომ თეატრია
და ისევ შენზე ოცნებამ მიხმო,
მე ცხოვრებისგან მიტოვებული..!
შენ რომ არ იყო,მე მოვკვდებოდი,
დავემსგავსებოდი,მე ისევ აჩრდილს,
უშენოდ მოვკვდებოდი,ვიცი ეს კარგო !
ალბათ მიიღებ ამ წერილს ერთ დღეს,
გადაშლი ყვითელ,ჭუჭყიან ფურცელს,
წაიკითხავ და აქვითინდები,
თურმე რა ძლიერ ვყვარებივაროოო...
უბედურებამრომ მენატრები და არ ხარ ჩემთან!
პოეტობა არ გამომდის,მაგრამ ვცადე,
გული გავაღე და ეს დავწერე,
ვიცი არ გჯერა დღესაც შენ ჩემი...
კვლავ ძველებურად ჩაიბუტბუტებ,
გიჯი ხარ კარგო
ვის გაუგია სიყვარულიოო..
მე მაპატიე,რომ შემიყვარდი უმისამართოდ,
რომ უშენობა მემართება მე ყოველ ღამე! |