მე მეშინია შენი გულის უცხო ნაპირის და მე მაშინებს დამალული დროში ქარაგმა, რომ დამამძიმებს ღრუბელივით, გამინაპირებს, ფუძეს ჩაშლის და... გამიტაცებს გრძნობის არაგვი- წლებს გამაყოლებს. მერე ალბათ სადღაც გამრიყავს, სველი კენჭებით ამომივსებს ჰაერს დარჩენილს, შენ კი მოდი და დეკემბერში გადაჭრილ ნამყენს სითბო მომხვიე, სიშიშვლისგან გადამარჩინე... |