|
მოსამართლევ მოწყალეო, წრფელი სიტყვა მინდა გითხრათ, ეს იქნება აღსარება და სათქმელი ბოლო სიტყვა, დავაშავე, სხვის ქონებას დავეუფლე ვიცი მზაკვრად, მოისმინეთ ჩემი სიტყვა, გთხოვთ ნუჩამთვლით ავაზაკად.
კარგად უწყით ეს ცხოვრება მკაცრი არის თანაც ფლიდი, ვმუშაობდი პატიოსნად, ვაზს ვუვლიდი, ყანას ვმკიდი, თუ სხვას ქონდა გაჭირვება, გეფიცებით ჩემად ვთვლიდი, დედა მყავდა ძლიერ ავად, ვერ ვიყავი ამად მშვიდი.
ჩამოვედი თბილის ქალაქს, ვეამბორე, ვეაშუღე, რეცეპტი მაქვს წამლის ხელში და აფთიაქს მივაშურე. შევეკითხე, თუ რა ღირდა ვიტრინაში მინამალი, სნეულ დედას რომ შველოდა, უებარი ის წამალი.
რა იცოდა გამყიდველმა, დარდი გულზე მე რომ მაჩნდა, რადგან ფული საკმარისი ჯიბეში არ აღმომაჩნდა. უცებ ფიქრმა, შავმა ფიქრმა გამინათა მკრთალი სახე, იქვე ახლოს დადებულიტელეფონი დავინახე.
საქმე მქონდა მეტად მძიმე და არ მშვიდი სასაცილო, და ამიტომ ჩავიდინე, ქცევა ჩემტვის სამარცხვინო. ცხელ საკანშიც ჩემი ყოფნა, არის მძიმე სავალალო, მეტისაც ვარ ალბათ ღირსი, არა ვნანობ, არა ვნანობ.
კარგად მესმის ქვეყანაზე, არს სიკეთე, შეცოდებაც, თავს არ ვნაღვლობ რამდენადაც დედაჩემი მეცოდება. აწი მინდა მტკიცე ნებით, ბოროტ სურვილს ვუბატონო, გავათეთრო თეთრი ლაქა, თან ავადმყოფს ვუპატრონო.
მე არ ვითხოვ გამართლებას ან დამტოვოთ განუსჯელი, მეც მომხრე ვარ ბოროტება, რომ არ დარჩეს დაუსჯელი. მხოლოდ ერთს გთხოვთ, ერთს გთხოვთ მენდოთ, პირობითი დამდოთ მსჯავრი, რომ სანთლებად თქვენთვის ვენთო, თქვენს გზას მომავალი მგზავრი.
ერთი პატიმარის ბოლო სიტყვა. |