შეგიყვარე? თავს მივეცი ამის ნება. თუმც გაუმხელ გრძნობის ტკივილს არვის ვუხსნი, თუკი უხმო სიმღერაში გედიც კვდება, თუ აქილევსს დაეჭრება „სუსტი“ ქუსლი, თავისუფალ სუნთქვას, თუნდაც ცალმხვრივობის– გულს ვერ ვუშლი... შეგიყვარე? ჰო, განგებით ბედისწერის, ბრმა ამურთან ახლა ამის კანონს ვეძებ, ლოდს სიზიფეს, მწვერვალისკენ ვეზიდები, გორდება და ლოდი იგი მაწევს მკერდზე... |